ახალი ამბები
,,ყვავილები არ უნდა იყოს მზისგან დამწვარი" - გორის მერიამ შემოდგომით 5200 მინდვრის ცოცხი იყიდა
ფოტოზე: გორის მერი და კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორ

,,ცოცხი არ უნდა იყოს მზისაგან დამწვარი. ცოცხს გაშრობის შემდგომ შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს ყვავილოვანი მასა. ერთი ცალი ცოცხი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 60 ღეროსაგან. თითოეულ ღეროს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 განშტოება." - ასეთი იყო პირობა, რომელიც ინდმეწარმე ირინა ოხანაშვილს უნდა შეესრულებინა და გორის მერიისთვის ცოცხები კახეთიდან ჩამოეტანა. 

,,ჩვენ სრულად შევასრულეთ პირობა და მინვდრის ცოცხები ჩავიტანეთ გორში" - გვითხრა ინდმეწარმემ.

დოკუმენტაციით ირკვევა, რომ გორის მერიამ მინდორში დაკრეფილი 312 000 ყვავილისგან გამზადებული 5200 ცოცხი იყიდა.

ტენდერი 2020 წლის სექტემბერში გამოცხადდა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კეთილმოწყობის სააგენტომ 8200 ლარი გადაიხადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები