ახალი ამბები
როგორ ემზადება გორის დასუფთავების სამსახური ზამთრის სეზონისთვის
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა თანამშრომლებისთვის სპეცტანსაცმლის შეძენა დაიწყო.

13 ნოემბერს კომპანია ,,დებსთაილთან" გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სააგენტოს თანამშრომლები მიიღებენ: 227 დათბილულ ქურთუკს, 143 დათბილულ შარვალ-კომბინიზონს და 220 ცალ საწვიმარ ლაბადას.

ასევე, სააგენტოს ცნობით, ოქტომბერში იყოდეს 156 ცალი ზამთრის ჩექმა და 85 რეზინის დათბილული ჩექმა.

2020 წლის 18 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სააგენტოში მუშაობს 270 ადამიანი, აქედან 66 არის მეეზოვე, ხოლო 27 მძღოლი. 45 მტვირთავი მუშა, 9 ბრიგადის უფროსი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები