შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ნდობის აღდგენისა და შერიგების თემებზე მომუშავე ორგანიზაციები და ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ წლების განმავლობაში ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებებთან დიალოგის შედეგებზე, ერთობლივ პროექტებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და კონფლიქტის მოგვარების მათეულ ხედვაზე.
ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში თანაცხოვრობდნენ ეთნიკურად ოს მოსახლეობასთან, ექსპერტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გაუზიარებენ საკუთარ ხედვებს შერიგების პროცესთან დაკავშირებით.
2012 წლიდან ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორობით სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახორციელებს პროექტს „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის. ადამიანის უფლებათა ცენტრი და საზოგადოებრივი მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ პროექტის პარტნიორები არიან საქართველოში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე მუდმივად იმართებოდა საჯარო დისკუსიები და ტელე-დებატები, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ დიალოგში, ნდობის აღდგენის და შერიგების პროცესში.
კონფლიქტის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება 23 ოქტომბერს 12:00 საათზე სოფელ ნიქოზში. მასში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისიდან და გორიდან.
გასვლა თბილისიდან სამარშუტო ტაქსით 10:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისიდან. მისამართი: ქ. თბილისი მ. ქანთარიას 11 ა (ყოფილი გაგარინის მე-2 შესახვევი)
გასვლა ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისიდან 11:00 საათზე მისამართი: ქ. გორი ი.ჭავჭავაძის 45
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
პროექტის თანა-კოორდინატორს ნინო ტლაშაძეს ტელ: +995 599 24 74 41
ან ორგანიზაციის გორის ოფისის კოორდინატორს ლადო ბიჭაშვილს: ტელ: +995 598183602
ადამიანის უფლებათა ცენტრი
სტატიის გამოყენების პირობები