ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 84 ადამიანი გამოჯანმრთელდა
დღეს შიდა ქართლში კორონავირუსისგან 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან მოგვაწოდეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, თვითიზოლაცია მოეხსნა 143 პირს. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

გამოჯანმრთელებულთა ფონზე ცნობილია ისიც, რომ ბოლო 24 საათის განავლობაში, შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსის ახალი, 181 შემთხვევა დადასტურდა.

ჯამში, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 2197, მათ შორის - 993 პაციენტი მკურნალობს სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1708 პირი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები