ახალი ამბები
,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ - გორში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იმართება
გორის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ტარდება, რომელიც ხორციელდება პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის სამინისტროსა და ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის დაფინანსებით - ფონდ ,,კულტურული კვანძების“ ფარგლებში.

პროექტს, შიდა ქართლში, ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება ახორციელებს, ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას გორის მუნიციპალიტეტის მერია უწევს.

პროექტის ფარგლებში რეგიონში იმყოფებიან პოლონელი რეჟისორები და ექსპერტები, რომლებიც ჰიბრიდულად ახორციელებენ ფესტივალის საგანმანათლებლო აქტივობებს - ონლაინ პლატფორმითა და ფიზიკურ გარემოში მუშაობის კუთხით.



,,გორელი ახალგაზრდები გადიან ტრენინგებსა და მასტერკლასებს - სამსახიობო ხელოვნებაში, ჩრდილების თეატრის დადგმაში, ქუჩის პერფორმანსების მოწყობა და ასევე 19 ნოემბრიდან ტარდება საჯარო ლექციები ,,ქუჩის პერფორმანსების გავლენა დემოკრატიაზე“, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ ონლაინ პლატფორმების საშუალებით." - აღნიშნავენ პროექტის ორგანიზატორები. 

ონლაინ ლექციებში ჩასართავი ლინკი შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის FB (Art without Border/ხელოვნება საზღვრების გარეშე) ან  საიტზე www.artwithoutborder.pl



Print

სტატიის გამოყენების პირობები