,,22 ოქტომბერს 02:30 წუთზე მოხდა გორის ოფისზე მორიგი თავდასხმა. გატეხილია ოფისის ფანჯრის მინა და წითლად შეღებილია კედლები. მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოებს, მომხდარ ფაქტზე მოხდეს დროული გამოძიება და დამნაშავე პირები სათანადოდ იქნან დასჯილები. არსებობს კადრები ოფისის სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი, სადაც ნათლად ჩანს ამ ვანდალური ქმედების ჩამდენი პირები და ამ კადრებს ჩვენ გადავცემთ შესაბამის ორგანოებს." - წერია რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებულ განაცხადებაში.
იმავე ღამეს, ანალოგიურად, კასპის რაიონული ორგანიზაციის ოფისზე მიასხეს საღებავები.
,,ვარაუდები ასეთი მაქვს: გინდათ რომ ხალხი დაშინდეს და აღარ მოვიდეს? დემონიზირება? სამუშაო რეჟიმი დაერღვეს ოპოზიციას?არ ვიცი მე თქვენს ოცნებებს(აბა აზროვნებას ვერ დავაბრალებ ამის ჩამდენს) ვერ ვიგებ...მაგრამ იმას გეტყვით რასაც მოიმკით... მსოფლიოს არცერთ დიქტატორულ-ოდიოზურ მთავრობა არასდროს ეს არ ჩაუდენია!!!! შირმად მაკეტად მაინც ყველა მთავრობა ცდილობს წარმოჩინდეს რომ ოპოზიციას უწესოდ არ ექცევა" - აცხადებს მიხეილ ბექაური, კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელი.
სტატიის გამოყენების პირობები