ახალი ამბები
გორში ქურდი ადგილზე დაიჭირეს
მეპატრონეებმა, რომელთაც სახლის პირველ სართულზე სალონი და მაღაზია აქვთ გაქირავებული, მამაკაცი დაიჭირეს.

შემთხვევა გორში ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი პოლიციას ჩააბარეს.

,,შეიპარა შიგნით, მერე ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ზედ წავადექით თავზე" - უთხრა პოლიციას სახლის მეპატრონემ.

მამა-შვილს უცნობი მამაკაცი პოლიციელების მისვლამდე შებოჭილი ჰყავდათ. მანამდე სხვა მეზობლებიც გამოვიდნენ და ცეცხლის ლიკვიდაცია სცადეს.

პარალელურად, მეხანძრეები გამოიძახეს და ცეცხლის კერა ჩააქრეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები