საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო
შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 851 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 100 684 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 81 783 გამოჯანმრთელდა, 927 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 16 802 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროში –
3 445. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 5 976 პაციენტი.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი.
სტატიის გამოყენების პირობები