ახალი ამბები
გორში მანქანა დაწვეს - ეჭვმიტანილი ქალია

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას, ცეცხლის წაკიდებით და განადგურებით, გულისხმობს.

 

,,ნისანის" მარკის ავტომანქანა რესტორან ,,ბერიკონის" სიახლოვეს დაწვეს. იმავე ღამეს გამომძიებლებმა ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლები დაკითხეს.

 

პოლიციელებს აინტერესებდათ, იყიდა თუ არა მათთან უცნობმა ქალბატონმა საწვავი ბალონებით. პირველადი ვერსიით, სხვისი ქონების დაზიანების ფაქტი პირად ანგარიშსწორებას უკავშირდება.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები