ახალი ამბები
გორიჯვარში ცხოველთშეწირვის ტრადიცია გრძელდება
დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაული აღინიშნა. გორიჯვრის ეკლესიაში ხალხმრავლობა იყო. პანდემიის მიუხედავად, მოქალაქეები ტაძარში მაინც წავიდნენ.

პოლიციას გზა გახსნილი ჰქონდა, განსხვავებით 6 მაისის გიორგობის დღესასწაულისა.

გორიჯვრის ეკლესიაში ცხოველთშეწირვის ტრადიცია გაგრძელდა. ცხვარი და ფრინველი ღმერთს ბევრმა ადამიანმა ,,შესწირა".

გორის ეპარქიის მღვდელმთავრების არაერთი მოწოდების მიუხედავად, საღმრთო და მსხვერპლშეწირვის რიტუალი არ შემცირებულია. ეკლესიას შეწირული საქონელი კი იქვე ახლოს შემოღობილ ტერიტორიაზე გროვდებოდა.

გიორგობა — ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღესასწაული აღინიშნება. ხალხური ,,გიორგობა" სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა: ქართლში — გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.

ლეგენდის მიხედვით, საქართველოში არსებობს წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო ( წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა).





Print

სტატიის გამოყენების პირობები