ახალი ამბები
გაუხარჯავი 5 მლნ ლარი გორის რაიონში - პარლამენტარის გუნდი კმაყოფილია

 

გამგეობის მუშაობით ჯერ კიდევ 3 თვის წინ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ სოსო ვანიშვილმა გაილაშქრა. იგივე განმეორდა 9 თვის ანგარიშის მოსმენის დროსაც.  გაფართოებულ შეხვედრაზე გამგებლის მოადგილე გია წვერავა მივიდა. წვერავას ამბობს, რომ მილიონების აუთვისებლობაში გამგეობის ბრალი არაა.

 

2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 2 მლნ 100 000 ლარი რეგიონალური განვითარების ფონდმა უკან წაიღო. დანარჩენი 2 მლნ 900 ათასი ლარი კი, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა დახარჯულიყო, არაა ათვისებული.

 

სასმელი წყლის რეაბილიტაციის გარეშე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლები - ატენი, ხიდისთავი და ქვახვრელის თემები დარჩა. სამივე თემის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა - სოსო ვანიშვილმა, ლიანა კოვზიაშვილმა და ნიაზ ნიაზაშვილმა - გამგეობის მუშაობას სამარცხვინო უწოდა.

 

სამაგიეროდ, გამგეობის მუშაობით ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები დარჩნენ. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მაჟორიტარი პარლამენტარის (სოსო ვახტანგაშვილის) გუნდის წევრები, მათ შორის, გამგეობის ხელმძღვანელობა, იმ სოფლებს არ აქცევს ყურადღებას, რომელიც პარტია ,,ქართულ ოცნებასთან" და გუბერნატორთანაა დაკავშირებული. გამგებლის მოადგილე გია წვერავა კი მთელ პასუხისმგებლობას საპროექტო ორგანიზაციებს აკისრებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები