ახალი ამბები
გორის მერია სანტასა და ანგელოზების ახალ პარტიას მიიღებს
კომპანია ,,დანდის" წარმომადგენელმა გორის მერიას გამოუგზავნა სანტასა და იმ საახალწლო ანგელოზების ფოტოები, რომლის ჩამოტანას 30 ნოემბრამდე გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაცია მერიის ადმინისტრაციის სამსახურიდან მოგვაწოდეს. ინფორმაციის მიხედვით, გორის ქუჩებში 48 ანგელოზი იქნება ჩამოკიდებული, ხოლო სანტა - 2

,,დენდი" 100 000 ლარის ფარგლებში კიდევ სხვა საახალწლო აქსერუარების გამოგზავნას აპირებს. კერძოდ, სტრინგებს, ვარსკვლავებს და ა.შ.

qartli.ge გასულ წელს წერდა, რომ იგივე აქსესუარები მერიამ ერთი წლის წინაც შეიძინა, რომლის მონტაჟი უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება ახალ, მსგავს აქსესუარებს, ჯერჯერობით, უცნობია, რომელ ქუჩებს დაამატებენ - კომბინატს თუ წმინდაწყალს.

ჩვენი ინფორმაციით, მერის წარმომადგენლები თავიანთ ვარიანტებს განიხილავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები