ახალი ამბები
ქართულ-ჩეხური გამოკითხვა გორში - სტალინის ძეგლის აღდგენის მომხრე 2.1.%-ია

 

კითხვარები 7 ათას მოსახლეს სახლში დაურიგდა. კითხვის ფორმულირება კი ასეთი იყო: ,,ქალაქის ისტორიული წარსულიდან რისი აღდგენაა პრიორიტეტული"

 

7 ათასი კითხვარიდან 500 პასუხი დაბრუნდა, აქედან 90-მა ადამიანმა ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა.

 

გამოკითხულთა 46%-ისთვის გორის ციხის აღდგენაა პრიორიტეტული. 42% ფიქრობს, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შენობის რეაბილიტაციაა მნიშვნელოვანი.

 

დანარჩენი მონაცემები ასე გამოიყურება:

 

18.4% - სამხატვრო სკოლა

14% - ძველი ხიდი

10.1 - ეთრნოგრაფიული მუზეუმი

2.1. - სტალინის ძეგლის აღდგენა

1.1.% - ყველაფრის რეაბილიტაცია

6.6% - პასუხი არა აქვს.

 

ანკეტის შევსების დროს მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ რამდენიმე პასუხისთვის მიეცათ ხმა.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები