ახალი ამბები
გორელი მოქალაქე პენსიონერებს ავტომობილით უფასო გადაადგილებას სთავაზობს
გორში მცხოვრები ზაზა ჯავახიშვილი პენსიონერებს, რომელთაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, ან ფინანსების არ ქონის გამო ვერ მიდიან სამედიცინო დაწესებულებებში, საკუთარი ავტომობილით უფასო გადაადგილებას სთავაზობს.

ჯავახიშვილმა ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა და მიუთითა ტელეფონის ნომერი, რომელზეც მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ.

“ორშაბათიდან გორში , ყველა პენსიონერს , ვისაც ქრონიკული ან სხვა დაავადებების გამო უწევს სამედიცინო სტრუქტურაში სიარული და არ აქვს ტაქსის ფული, მზად ვარ მოვემსახურო ჩემი მანქანით, უფასოდ. დამიკავშირდით ნომერზე: 577-38-00-02“ , - წერს სოციალურ ქსელში ზაზა ჯავახიშვილი


Print

სტატიის გამოყენების პირობები