ფრანგული გუნდი, რომელიც ,,მაჩაბელას" გორის სოფლებში ახლავს, ,,მერიდიანსია". საქართველოში ვიზიტამდე გორის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი არსენ აზალაძე და გამგებლის მოადგილე გია წვერავა ბიუჯეტის ხარჯებით პარიზში იმყოფებოდნენ. პარიზში კონცერტი გამართეს. იქ მიღებული თანხით 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლების ოჯახებს გადავცემთ, ამბობს აზალაძე.
მანამდე გორელი ჩინოვნიკები კორსკიკაში უნდა ჩასულიყვნენ გუნდთან ერთად. კორსიკის კულტურის დეპარტამენტის უფროსის დაპატიმრებამ, აზალაძისა და წვერავას ამ ვიზიტს ხელი შეუშალა.
აზალაძე ამბობს, რომ ამჟამად დაპატიმრებული მისი კორსიკელი კოლეგა, სწორედ, კორსიკულ და გორული ანსამბლებს შორის, მემორანდუმის გაფორმების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მართალია, ამ დაპატიმრებამ კორსიკაში ,,მაჩაბელას" ვიზიტი ჩაშალა, სამაგიეროდ, გამგეობის ბიუჯეტიდან ,,მაჩაბელას" სასარგებლოდ, 35 ათასი ლარის გამოყოფამ ხელი არ შეუშალა ,,მერიდიანსის" სტუმრობას.
რატომ დააფინანსა გამგეობამ ,,მაჩაბელა", რომელიც გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის არსენ აზალაძეს უკავშირდება? ეს გუნდი მანამდე ,,გორის" სახელით იყო ცნობილი. მის დაფინანსებაზე პრეტენზიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც კულტურის სამსახურის უფროსად ამ გუნდის სოლისტი არსენ აზალაძე დაინიშნა.
სოსო ვანიშვილი: ,, გამგეობის ბიუჯეტმა 9 თვეში თანხები ვერ აითვისა, ინფრასტრუქტურული პროექტები ჩავარდა. მაგალითად, 2 მლნ 100 ათასი ლარი რეგიონალური განვითარების ფონდმა უკან წაიღო. ამ დროს ითხოვეს ანსამბლის დაფინანსება, რომლის წინააღმდეგ ათი დეპუტატი წავედით. თერთმეტმა მხარი დაუჭირა. ერთი ხმით გვაჯობეს“
სამსახურის უფროსის გართობისთვის თანხების გამოყოფას ხმა ეროვნული ფორუმის, ქართული პარტიის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა წევრებმა მისცეს. რესპუბლიკელებმა თავი შეიკავეს, ხოლო ქართული ოცნების წევრები უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
სოსო ვანიშვილი: ,, ვინც მხარი დაუჭირა, ესენი არიან ერონული ფორუმის, ქართული პარტის და დამოკიდებელი კანდიდატები. მხარი ასევე არ დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა."
კულტურის სამსახურის უფროსი არსენ აზალაძე ადასტურებს, რომ ანსამბლი ,,მაჩაბელა“ მისი გუნდია და ერთ დროს მათ გვერდით სხვადასხვა ღონისძიებებზე იდგა. გუნდის წევრებმა ,,მაჩაბელა“ მას შემდეგ დაირქვეს, რაც გორის მერიამ ,,ანსამბლი გორის“ დაფინანსებაზე უარი თქვა. გორელები მაჩაბლებლი გახდნენ.
სტატიის გამოყენების პირობები