საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 191 063 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 161 681 გამოჯანმრთელდა, 1 839 კი
გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 986 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ – 6 912, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 886.
ამასთან, 13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 720
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 942 პაციენტი.
სტატიის გამოყენების პირობები