ახალი ამბები
ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდნენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს ,,ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე შეხვდნენ. ზაზა გახელაძე 5 თვის წინ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და დღემდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, როდის მოხდება ზაზა გახელაძის გათავისუფლება. ,,ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნეოდნენ, რომ გათავისუფლება მალე მოხერხდებოდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა." - აცხადებს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი.

ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია აცხადებენ, რომ ხელისუფლება საკმარის ნაბიჯს არ დგამს გატაცებულების გასათავისუფლებლად. ისიმი საზოგადოებას მოუწოდებენ, ისევე როგორც ეს მოხდა ექიმ გაფრინდაშვილის შემთხვევაში, ახლაც მხარში დაუდგნენ დაკავებულების ოჯახებს.

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ კარასინი - აბაშიძის შეხვედრაზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა ოკუპაციაზე და გატაცებების თემაზე.

ხოშტარია და დეკანოიძე გეგმავენ წითელ ჯვარს მიმართონ, რათა დაინტერესდნენ ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები