ახალი ამბები
ქარელში ასფალტი ჩაინგრა

 

,,წყალი და კანალიზაცია ვითომ გაკეთეს, ეს გზა კი ასეთ მდგომარეობაში დაგვიტოვეს.  ამ ჩიხში ხუთი ოჯახი ვცხოვრობთ, საერთოდ, ვეღარ გამოვდივართ გარეთ. ბავშვები სკოლაში და საბავშო ბაღში ვერ მიგვყავს" - ამბობს ლია ბადურაშვილი

 

ერთ-ერთმა მოქალაქემ ნუგზარ დაბრუნდაშვილს წინასარჩევნო პერიოდი შეახსენა:

 

,,გახსოვს, მაშინ რა გითხარი? არჩევნები ჩაივლის და მერე აღარაფერს გააკეთებთ-მეთქი. მერე რა გაკეთდა, მითხარი" - ჰკითხეს გამგებლის მოადგილეს. გამგებლის მოადგილემ  უპასუხა, რომ გაკეთდა წყალი და კანალიზაცია. გზა კი დაზიანდა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები