ახალი ამბები
გამგეობა: ,,ამოვთხარეთ, მაგრამ გაკეთება ჩვენ არ გვევალება“

 

ფოტოები: სოფელი ხიდისთავი, 2015 წელი, 25 ნოემბერი

 

ასეთი ვითარება ერთი თვეა გრძელდება. გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის, თუმცა ასფალტი გამგეობამ მოთხარა.

 

,,სოფელ ხიდისთავში სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოიცვალა მილი, გზა ამიტომაც არის გადათხრილი. შემდგომი სამუშაოები გზების დეპარტამენტმა უნდა შეასრულოს. ანუ გზის დაგებაზეა საუბარი. ჩვენი ინფორმაციით, სამუშაოს შესრულება გზების დეპარტამენტმა დაავალა სამშენებლო კომპანია ,,საგზაო სამმართველო #1“-ის წარომადგენელს აბულაძეს. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“ - გვითხრა ნათია მდინარაძემ, გამგეობის პრესსამსახურმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები