შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 126
პაციენტი გამოჯანმრთელდა. არ დაფიქსირებულა გარდაცვალების
შემთხვევა.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან
მოგვაწოდეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 510 სინჯიდან კორონავირუსი 244
ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 93 პირს.
რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5356, მათ შორის - 1755 პაციენტი
მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 2076
ადამიანი.
დღეს, 22 დეკემბერს, საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 740 ადამიანი
გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42
პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 212 526 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 188 408 გამოჯანმრთელდა, 2 182 კი,
გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 470, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 358 ადამიანი
გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1671 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები