"ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლებისთვის ზრდა ერთ კვტ.სთ.-ზე 3.494
თეთრს შეადგენს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს
ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო.
გადაწყვეტილების მიხედვით, 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის
მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს
ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოქმედი 14.237 თეთრიდან 17.731
თეთრამდე იზრდება.
ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს
ჩათვლით 21.707 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ - 26.227
თეთრამდე იზრდება.
რაც შეეხება "ენერგო პრო ჯორჯიას" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს,
ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ.
ელექტროენერგიაზე 10.8-დან 14.6 თეთრამდეა.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით)
შემდეგი იქნება:
პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.237
თეთრი – ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;
მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი –
ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;
მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი
– ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.
სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული
სექტორისთვის დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.
სტატიის გამოყენების პირობები