დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 128 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 71,
ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 32, გურია – 9, სამეგრელო – ზემო
სვანეთი – 45, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი –
8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი. ამის შესახებ უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი ავრცელებს
ინფორმაციას.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098,
საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში – 2 071, აჭარაში – 370, იმერეთში – 778. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში
– 90, იმერეთში – 216.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში –
181, აჭარაში – 23, იმერეთში – 35. 840 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53
– იმერეთში.
1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში – 140, აჭარაში – 56, ხოლო იმერეთში – 68.
სულ, 6 ოქტომბრიდან – 2 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 161 პირი. ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 29 893 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18
468 პირი, აჭარაში – 2 102, იმერეთში – 3 036.
სტატიის გამოყენების პირობები