ახალი ამბები
ავტობანზე მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა
აგარა-ხაშურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა. მგზავრების ამოსაყვანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების გამოძახება გახდა საჭირო.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თქმით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125 - ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდა.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით.

2020 წლის 9 თვის განმავლობაში, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 894 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებს უკავშირდება.

მათგან 125-ე მუხლის მეათე ნაწილის მიხედვით ოქმი 764 ფაქტზე დაიწერა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები