ახალი ამბები
ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისში 73-წლის კაცი მანქანაში დამწვარი ნახეს
დღეს ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისში, ხუბულოვების ოჯახში, მანქანა დაიწვა. მეზობლებმა სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

ადგილზე მისულ მეხანძრეებს ვაზ-0107 მარკის ავტომანქანა ნახევრადდამწვარი დახვდათ. მანქანის უკანა სავარძელში კი, - 73-წლის კაცის ცხედარი.

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, სავარაუდოდ, მამაკაცმა თავად დაწვა მანქანა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის ვერსიასაც განიხილავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები