ახალი ამბები
,,მამაკაცმა მანქანაში თავი დაიწვა'' - დე-ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური ვერსია
ოკუპირებულ სოფელ დმენისში 72-წლის მამაკაცი მანქანაში დაიწვა. ფაქტთან დაკავშირებით დე-ფაქტო შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, 1949 წელს დაბადებულმა მამაკაცმა თავი დაიწვა.

მანამდე ვრცელდებოდა ვერსია იმის შესახებ, რომ ხუბულოვების ოჯახში, მამაკაცი მანქანაში ჩაკეტეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს.

შემთხვევა 4 იანვარს, შუადღეს ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისში მოხდა. სახანძრო ბრიგადა ადგილზე მაშინ მივიდა, როდესაც ვაზ 2107 მარკის ავტომანქანა ნახევრადდამწვარი იყო. მაშველებმა მანქანის უკანა სალონში მამაკაცის ცხედარი ნახეს.

დმენისი პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები