ახალი ამბები
ტრადიციული საჩუქარი ზარდიანთკარელებისთვის გერმანიიდან
გერმანიაში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა საახალწლო ნობათი და საჩუქრები ზარდიანთაკარელებს გაუგზავნეს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში საქველმოქმედო აქციას ორგანიზება ჟურნალისტმა ნინო დალაქიშვილმა გაუწია.

ნინო დალაქიშვილის თქმით, მსგავსი სახის აქცია გასულ წელსაც ჩატარდა და ფაქტობრივად ტრადიციული სახე მიიღო:

,,მიუნხენში, შტუტგარტში მცხოვრებმა ადამიანებმა წელსაც, ისევე, როგორც შარშან, ჰუმანიტარული კამპანია დააორგანიზეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისთვის. ზარდიანთკარელები დღეს ძალიან გახარებულები არიან. არა მხოლოდ იმით, რომ საახალწლო ნობათი და სხვა საჩუქრები მიიღეს, არამედ იმ ყურადღებისა და მზრუნველობის გამო, რასაც ემიგრანტები იჩნენენ მათ მიმართ." - აცხადებს ნინო დალაქიშვილი.

ზარდიანთკარი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლებოდა. ომიდან 5 წლის შემდეგ, მოსახლეობის ნაწილმა დაბრუნება შეძლო. საოკუპაციო ხაზმა სოფელ ხელჩუასთან (ცხინვალის რაიონი) გაიარა. მიუხედავად ამისა, 10-მდე სახლი ე.წ. სასაზღვრო ზონაში მოხვდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები