ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 133 ადამიანი გამოჯანმრთელდა
6 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 133 პაციენტი გამოჯანმრთელდა. არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 386 სინჯიდან კორონავირუსი 103 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 93 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 4777, მათ შორის - 1128 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1128 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით კი, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები