ახალი ამბები
გორში ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის თანამშრომლები კომპენსაციას ითხოვენ
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში დამწვარი ბაზრის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ზარალი ათასობით ლარია.

მოვაჭრეების ამბობენ, რომ კომპენსაციების და ფულადი დახმარების გარეშე, კოლოსალურ ვალებში აღმოჩნდებიან.

"დახმარება გვესაჭიროება, რაც კი რამე გვქონდა სულ გადაგვეწვა. არაფერი ჩვენ აღარ დაგვრჩა. ძალიან ვართ დაზარალებულები. რითი აღვადგენთ და რითი დაიწყებთ ვაჭრობას, არ ვიცი. ბაზრობის ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ ჩვენ ვერაფრით ვერ დაგეხამრებით ", - ამბობს იზოლდა ხუბულაშვილი.

დაზარალებული მოვაჭრეებს გორის მერთან შეხვედრა სურთ და ამიტომ მერიასთან მიდიან.

ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ  საგამოძიებო მოქმედებები ისევ არ დასრულებულა. სავაჭრო ცენტრი კი, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები