ახალი ამბები
მეუფე იობი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
შობის დღესასწაულზე ტრადიციულად ხალხმრავლობა იყო ქარელის საკათედრო ტაძარში. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოქალაქეთა ნაწილი პირბადით მივიდა, თუმცა უმრავლესობამ ვირუსისგან დამცავი საშუალებები არ გამოუყენებია.

არ იყო დაცული ასევე დისტანცია. პირბადეებით არ იყვნენ აღჭურვილნი სასულიერო პირებიც.

მეუფე იობმა კორონავირუსი 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში გადაიტანა. 2020 წლის 20 დეკემბერს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ მიტროპოლიტიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა სტაბილური.

"პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაში არ მკურნალობს, ინფექციურ თერაპიაში მყავს" - განაცხადა 20 დეკემბერს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა.

გამოჯანმრთელების შემდეგ, წლევანდელი საშობაო ღვთისმსახურება მანვე ჩაატარა.

საპატრიარქოს განცხადებით, წელს, მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით და დაწესებული რეგულაციების დაცვით, საშობაო ალილო სახეცვლილად ტარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

მსვლელობის დროს შეგროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულელებში დარიგდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები