ახალი ამბები
რუის-ურბნისის ეპარქიაში კორონავირუსისგან 10-ზე მეტი მღვდელი და მონაზონი განიკურნა
რუის-ურბნისის ეპარქიაში კორონავირუსისგან 10-ზე მეტი სასულიერო პირი განიკურნა. ამის შესახებ ეპარქიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა განგვიცხადა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა შორისაა მეუფე იობი, რომელმაც დღეს საშობაო წირვა ჩაატარა.

,,ზუსტ აღრიცხვას არ ვაწარმოებთ, თუ რამდენი სასულიერო პირი დაინფიცირდა კორონავირუსისგან, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ დაინფიცირებული იყო 10-ზე მეტი როგორც მღვდელი, ასევე მონაზონი. ამჟამად, ერთი მღვდელია ინფიცირებული. მის სახელსა და გვარს ვერ გეტყვით," - გვითხრა ეპარქიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა.

qartli.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა შორისაა ყინწვისის ,,კეთილგონიერი ავაზიის'' სახელობის ეკლესიის წინამძღვარი საბა ჯღენტი, რომელმაც გორის ჰოსპიტალში იმკურნალა. თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებს, რომ პერსონალური ინფორმაციის საფუძველზე, ვერ მოგვაწვდის ინფორმაციას ჰოსპიტალში სასულიერო პირების მკურნალობის შესახებ. ჰოსპიტალში საბა ჯღენტის ყოფნას არც უარყოფს და არც ადასტურებს. რაც შეეხება ეპარქიის პრეს-ცენტრს, მისი თქმით, საბა ჯღენტის თაობაზე, ინფორმაციას არ ფლობს.

2020 წლის 31 დეკემბრიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო მასობრივი ტესტირება სასულიერო პირებს შორის. გორის ეპარქიის მღვდლის, გიორგი კარელიძის თქმით, სასულიერო პირები შემოწმებას კვირაში ერთხელ გადიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები