ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა
8 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა. არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 113 სინჯიდან კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 34 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 4795, მათ შორის - 1146 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1056 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით კი, კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები