გორის რაიონის სოფლების: მერეთის, ზარდიანთკარის და გუგუტიანთკარის თავზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსული სამხედრო ვერტმფრენი შენიშნა. ვერტმფრენი ცხინვალის მხრიდან ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მერეთში შამილ თუხარელი ფაქტს, რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესახებ, ადასურებს:
,,სამხედრო ვერტმფრენმა სოფლის შუაში გადაიფრინა და ახალგორისკენ წავიდა. სოფელში არანაირი პანიკა არსებობს. ეგენი სულ ეგრე დაფრინავენ და მოსახლეობა ამ ფაქტს შეჩვეულია." - აცხადებს შამილ თუხარელი.
ინფორმაციას, რუსეთის მიერ საქართველოს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესახებ, თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რუსულმა ვერტმფრენმა კონფლიქტის ზონა გადმოკვეთა, თუმცა რამდენიმე წუთით.
სტატიის გამოყენების პირობები