10 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის
განმავლობაში კორონავირუსისგან 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 1
ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაიცვალა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 65 წელს გადაცილებული
მამაკაცი.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან
მოგვაწოდეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 135 სინჯიდან კორონავირუსი 64
ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 34 პირს.
რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 4902, მათ შორის - 1253 პაციენტი
მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1194 ადამიანი.
სტატიის გამოყენების პირობები