საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 880 პაციენტი, გარდაიცვალა – 23.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ
შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარაში - 62, იმერეთში - 84,
ქვემო ქართლში - 24, შიდა ქართლში - 14, გურიაში - 13, სამეგრელოში -
ზემო სვანეთში - 48, კახეთში - 41, მცხეთა-მთიანეთში - 41,
სამცხე-ჯავახეთში - 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743,
საიდანაც: 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 849, აჭარაში - 364, იმერეთში - 767. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 840 პირი, მათ შორის, თბილისში - 389, აჭარაში
- 71, იმერეთში - 191. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251
პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 7, იმერეთში - 29. 722
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 -
თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 6 092 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 258, აჭარაში - 39, ხოლო იმერეთში - 8.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 520 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 178 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 13 869 პირი, აჭარაში - 1 998, იმერეთში - 2 212.
სტატიის გამოყენების პირობები