ახალი ამბები
რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია - გუბერნატორის ადმინისტრაცია
გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურსა და სურამში, სანიაღვრე არხში წყლის დონის აწევა გამოწვია, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა.

ადგილზე მუშაობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპეც. ტექნიკა.

,,ამ დროისთვის, ფაქტობრივად, ამტუმბვის სამუშაოები დასრულების ფაზაშია.'' - აცხადებს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.

გარდა ამისა, ქარელის მუნიციპალიტეტში დაიტბორა რამდენიმე მიწის ნაკვეთი. სიმონ გულედანის თქმით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ნათესი კულუტურები არ იყო და შესაბამისად ამ მხრივ ზარალი არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია გეოგრაფიულად უხვტენიან ადგილასაა და საჭიროებს სადრენაჟო სისტემის მოწყობას. მიწის მფლობელებს შესაბამისი რეკომენდაცია უკვე მისცა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

,,ამ დროისთვის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია.'' - აღნიშნულია
სიმონ გულედანის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები