ახალი ამბები
ჯავის რაიონის სოფელ წონაში სათხილამურო სეზონი იხსნება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ერთადერთ სათხილამურო კურორტზე სეზონი იხსნება. სოფელ წონაში ვიზიტორებს და ტურისტებ16 იანვრიდან ელოდებიან.

დე-ფაქტო ხელისუფლების ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვადიმ ფილიევი აცხადებს, რომ ტრასა პარასკევს გაიხსნება, თუმცა ესეც ამინდზეა დამოკიდებული.

,,ზაფხულში ძალიან ბევრი სამუშაო გაკეთდა - სათხილამურო ტრასის სიგრძე გაიზარდა 200 მეტრით.'' - განაცხადა მან.
⁣⁣⠀
სათხილამურო კურორტის მოწყობის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო, თუმცა ფილიევის თქმით, სამუშაოებში მოხალისეებიც იყვნენ ჩართულნი.

სოფელ წონაში სამთო-სათხილამურო ტრასა ორი წლის წინ გაიხსნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები