ერისთავის თეატრი გორში 14 იანვარს, ქართული პროფესიული თეატრის
აღდგენის დღეს, რიგი ღონისძიებებით აღნიშნავს.
16 საათზე გაიხსნება დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობის ახალი
სამუზეუმო სივრცე, რომელიც წარმოადგენს თეატრის მუზეუმის
რეექსპონაციას.

მუზეუმის
განახლებულ სივრცეს სახელი ეწოდა ისტორიკოსის, არქეოლოგის, მწერლის,
დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის
საპატივსაცემოდ.
ის 1815 წელს, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა და გიორგი
ერისთავთან ერთად, ჩართული იყო ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის
და განვითარების საქმეში.
აუდიტორიისთვის დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის შემოქმედების უკეთ
გაცნობის მიზნით ძირითადი ღონისძიების დაწყებამდე, 13 საათზე, თეატრის
ოფიციალურ გვერდზე (Facebook) პირდაპირი ჩვენების რეჟიმში გაიმართება
დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის პიესის "ექიმბაში" (გამოცემული 1876
წელი) საჯარო კითხვა-რეპეტიცია. რეჟისორია დავით ჩხარტიშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები