ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ
შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 Pჩღ ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 245 789-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 229 196-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 893 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 187,
ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 83, გურია - 33, სამეგრელო და ზემო
სვანეთი - 105, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი -
20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674,
საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 757, აჭარაში - 322, იმერეთში - 740. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 777 პირი, მათ შორის, თბილისში - 360, აჭარაში
- 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238
პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 9, იმერეთში - 29. 648
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 -
თბილისში, 325 - აჭარაში, 30 - იმერეთში. 9 294 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 232, აჭარაში - 70, ხოლო იმერეთში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 714 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 13 102 პირი, აჭარაში - 2 264, იმერეთში - 2 756.
სტატიის გამოყენების პირობები