ახალი ამბები
,,3 ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში'' - გახარია
,,3 ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში, პირველ რიგში ეს გახლავთ - ტესტირების სქემის შეცვლა.'' - განაცხადა მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ.

"ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ასევე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავეთ. შემდგომი ეტაპისთვის, იმისთვის, რომ წარმატებულად გავაგრძელოთ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ისე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტა უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა. აქ 3 ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში, პირველ რიგში ეს გახლავთ - ტესტირების სქემის შეცვლა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა გაზრდილია და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი - მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება, იქ, სადაც ეს საჭირო იქნება და რა თქმა უნდა, ვაქცინაცია," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ მიანიშნა, რომ ყოველდღიუად ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია:

,,აბსოლუტურ ციფრებში დღეს დაახლოებით დღეში 1 500 ინფიცირებული საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი რიცხვია და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, ყველგან მძიმდება მდგომარეობა, შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში, ქვეყანაში პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც დღეს მოქმედებს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები