ახალი ამბები
გორში ავარიისას 3 ადამიანი დაშავდა
გორში ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულია 3 ადამიანი. ისინი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულების ახლობლები ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევაში წმინდაწყალზე, დევნილთა დასახლების სიახლოვეს მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები