რუსეთის მხარე გამყოფ ხაზთან რუსული სამხედრო ვერტმფრენების მოძრაობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართულ მედიასაშუალებებში საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე, ინფორმაცია გავრცელდა.
,,ვიდრე ქართული მხარე ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებს, მანამდე ობიექტური კონტროლი უზრუნველყოფს, კერძოდ, სარადარო სისტემების მეშვეობით. რუსეთის მხარეს რაიმე სამხედრო წვრთნები არ განუხორციელებია" - აღნიშნავს რუსეთის მხარე.
შეგახსენებთ, გორის რაიონის სოფლების: მერეთის, ზარდიანთკარის და გუგუტიანთკარის თავზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსული სამხედრო ვერტმფრენი შენიშნა. ვერტმფრენი ცხინვალის მხრიდან ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მერეთში შამილ თუხარელი ფაქტს, რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესახებ, ადასტურებს:
,,სამხედრო ვერტმფრენმა სოფლის შუაში გადაიფრინა და ახალგორისკენ წავიდა. სოფელში არანაირი პანიკა არსებობს. ეგენი სულ ეგრე დაფრინავენ და მოსახლეობა ამ ფაქტს შეჩვეულია." - აცხადებს შამილ თუხარელი.
ინფორმაციას, რუსეთის მიერ საქართველოს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესახებ, თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რუსულმა ვერტმფრენმა კონფლიქტის ზონა გადმოკვეთა, თუმცა რამდენიმე წუთით
.
სტატიის გამოყენების პირობები