ახალი ამბები
ერთ წელიწადში გორის პატრულმა ნარკოლოგიურ ცენტრში 607 მოქალაქე მიიყვანა, მათ შორის, 11 ქალი
ერთი წლის განმავლობაში, გორის ნარკოლოგიურ ცენტრში, შესამოწმებლად 607 მოქალაქე მიიყვანეს, აქედან, ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფნა, 261 მოქალაქეს დაუდასტურდა.

ამის შესახებ მონაცემები შსს-სმიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია მოცემული.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი შემთხვევა ზაფხულში გამოავლინეს. კერძოდ, ივლისში, ზაფხულსა და სექტემბერში, ნარკოლოგიურ ცენტრში 242 მოქალაქე მიიყვანეს, დაუდასტურდა - 107-ს.

რაც შეეხება გენდერულ ჭრილს, შემოწმებულ პირებს შორის, აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია. ერთი წლის განმავლობაში ნარკოლოგიურ ცენტრში 11 ქალი მიიყვანეს, აქედან, ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფნა არც ერთ ქალს დაუდასტურდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები