ახალი ამბები
გორში ყველაზე მეტი ადამიანი რესტორან ,,ნაჭარმაგევშია'' დაჩექინებული
სოციალურ ქსელ ფეისბუქის მონაცემებით, გორის რესტორნებს შორის, ყველაზე მეტი ადამიანი რესტორან ,,ნაჭარმაგევშია'' დაჩექინებული. ,,ნაჭარმაგევში'' 28 990 მომხმარებელმა მიუთითა ,,Check In''.

რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილი უკავია რესტორან ,,ჟოზეფს'', (Josef Stalin), რომელიც წლების წინ, სპორტკაფის სახელით იყო ცნობილი. ჟოზეფში ,,დაჩექინებულია'' 19 004 მომხმარებელი.

,,ნაჭარმაგევისა'' და ,,ჟოზეფის'' ვიზიტორების რაოდენობა აღემატება, სხვათა შორის, სტალინის სახლ-მუზეუმში ,,დაჩექინებულთა'' რაოდენობას. ასე მაგალითად, სტალინის სახლ-მუზეუმში ყოფნისას 16 158 ტურისტმა მიუთითა ადგილმდებარეობა.

გორში არანაკლებ ცნობილ კაფე ,,შანსელიზეში'' ყოფნის ფაქტი 13 232-მა სტუმარმა მიუთითა, ხოლო რესტორან ,,მზიურში'' - 13 195 მომხმარებელმა.

შედარებით ახალ კვების ობიექტს, ,,რესტო ბარში'' 4544 ადამიანი, ხოლო ,,ტერასა გორში'' - 1931 ადამიანია ,,დაჩექინებული." ხოლო გორის საკათედრო ტაძარში - 4 ადამიანი.

ხუთეული: ,,Check In''.

1. ,,ნაჭარმაგევი'' - 28 990
2. ,,ჟოზეფი'' - 19 004
3. სტალინის მუზეუმი - 16158
4. ,,შანსელიზე'' - 13 232
5. ,,მზიურში'' - 13 195

2020 წლის მარტიდან საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო, კვების ობიექტებმა მუშაობა შეაჩერა. პერსონალი მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობს. 2021 წლის 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში ამოქმედდნენ. ეს არის ის ძირითადადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე",-განაცხადა გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები