ახალი ამბები
გორის მერიის თანამშრომლები ლურჯი ფერის ტანსაცმლით შეიმოსებიან
გორის მერია  სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებისთვის ლურჯი ფერის ტანსაცმელს ყიდულობს. ამის შესახებ ტენდერი გამოაცხადეს.

დოკუმენტაციის მიხედვით, დაახლოებით 7 ათას ლარად გათვალისწინებულია, როგორც ლურჯი ფერის კეპები, ასევე ლურჯი საქარე ქურთუკები,ლურჯი ფერის კაპიუშონიანი ქურთუკები და საწვიმარი ლაბადები.

ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, ჩექმებიც ლურჯი ფერის იქნება.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია 14 თებერვალს გამოვლინდება.

გორის მერიაში 9 სტრუქტურული ერთეული შედის, ესენია: ა) ადმინისტრაციული და შესყიდვები სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ზედამხედველობის სამსახური; დ) ეკონომიკური სამსახური; ე) სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური; ვ) სოციალური და ჯანდაცვის სამსახური; ზ) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური; ი) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური.

პრესსამსახურის განმარტებით, აღნიშნულ ტანსაცმელს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის შეიძენენ.

p.s. მასალა რედაქტირებულია

Print

სტატიის გამოყენების პირობები