ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორად მამუკა საღარეიშვილი დანიშნეს
შიდა ქართლის გუბერნატორად მამუკა საღარეიშვილი წარადგინეს, რომელიც 2015-2019 წლებში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

მამუკა საღარეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში 2005 წლიდან ირიცხება. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

ეს ის პერიოდია, როდესაც რეგიონის პოლიციას კოტე ანანიაშვილი ხელმძღვანელობდა. მამუკა საღარეიშვილი დღეს სწორედ კოტე ანანიაშვილმა წარადგინა.

თავის მხრივ, კონსტანტინე (კოტე) ანანიაშვილი პრემიერმა რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის თანამდებობაზე დანიშნა.

კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები