ახალი ამბები
ქარელის სიახლოვეს ჯვარი აღმართეს - მრევლი პირბადის გარეშე
საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს, ქარელის გადასახვევთან, ჯვარი აღმართეს.

ამის შესახებ ფოტოებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური უფროსი მერი არხოშაშვილი ავრცელებს.

პროცესს საკათედრო ტაძრის მღვდელიც და მრევლის სხვა წევრებიც დაესწრნენ.

ფოტოების მიხედვით, დიდი ნაწილი პირბადის გარეშე იმყოფებოდა, რის გამოც ქვეყანაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები არ დაიცვეს.

ტერიტორია რუის-ურბნისის ეპარქიაში შედის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები