ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გორელი მოზარდი პატიმრობიდან გაათავისუფლა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მოზარდი თავისუფალია. ამის შესახებ განცხადება სსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ერიკ დრულევი 5 თებერვალს, როკის გვირაბის მონაკვეთზე მონაკვეთზე დააკავეს.

,,პაპასთან მივდიოდი და დამაკავეს მაგ დროს, ციხეში მარტო ვიყავი, სხვა პატიმრები არ მინახავს. ჩემზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და დღეს გამომიშვეს" - თქვა ერიკ დრულევმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

,,იგი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 5 თებერვალს, საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს. ერიკ დრულევის უკანონოდ დაკავების მომენტიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა ,,ცხელი ხაზის"" გააქტიურება, რის ფარგლებშიც საოკუპაციო რეჟიმთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია. პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

20 წლის მოზარდი ჩრდილოეთ ოსეთში ბებიასთან მიდიოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები