ახალი ამბები
სხვილოს ციხეზე ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება
ამ წუთებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრები არიან.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დავით ქაცარავას თქმით, ისინი, ზაზა გახელაძის გარდა,  ცხინვალის საპატიმროში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც ცნობილია, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს საქართველოს ოთხი მოქალაქე ჰყავთ დაკავებული.

რაც შეეხება ზაზა გახელაძეს, ის სწორედ სხვილოს ციხეს მიმდებარე ტერიტორიაზე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. 7-თვიანი განხილვის შემდეგ, ცხინვალის სასამართლომ 12.6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აქციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები