ახალი ამბები
ფერმერებისთვის დიზელის საწვავს შეღავათიან ფასებში გასცემენ
1-ელი თებერვლიდან დიზელის საწვავს ფერმერები, ფასდაკლების ბარათის მეშვეობით, ყიდულობენ.

ფერმერებს, ბარათების მისაღებად, რეგისტრაციის გავლა დისტანციურად, ვებ-გვერდის www.my.mepa.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ. ფასდაკლების ბარათებს სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში გასცემენ.

როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ბარათები გაიცემა იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც სასოფლი-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ამუშავებენ. კერძოდ, ფასდაკლება ეხება 1 ჰექტარზე 150 ლიტრს, ხოლო ის ვინც 100 ჰა-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დაამუშავებს, ფასდაკლებით არაუმეტეს, 15, 000 ლიტრ საწვავს მიიღებს.

ბარათების გაცემა ორ ეტაპად მიმდინარეობს. 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით გაიცემა, არაუმეტეს, 2,000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - დამატებით, 1,500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა.

პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები