ახალი ამბები
რეგფონდიდან გორისთვის 1.6 მლნ ლარი გამოიყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებების ჩატარება 15 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვალს დასრულდება. ადგილობრივი მოსახლეობა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, იმ საკითხებს დაუჭერს მხარს, რომელთა მოგვარება ადგილობრივი თემისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი პირველი კრება სოფელ ზემო ნიქოზში გაიმართა. ნიქოზის კრებაზე გარე განათების დასრულება დაიგეგმა.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტებია: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.), სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი, სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით, წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი, მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

2021 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები